-share.jpg)
გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ეძგვერაძის ბრალდებებს უარყოფს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, ირაკლი ეძგვერაძემ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
„დარწმუნებული ვარ, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციასთან ითანამშრომლებს. ეს არის ცალსახად ძალიან ცუდი ფაქტი. გლდანში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ჩემს ცხოვრებაში ვერავინ მეტყვის, რომ ვინმესთან კონფლიქტი მაინც მქონია.
რაც შეხება ირაკლი ეძგვერაძის ცხოვრებას, გადახედეთ მის წარსულს, როგორი წარსული აქვს, ციხეში რის გამო მოხვდა, რის გამო შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა, რა აქვს ნაკეთები თავის ცხოვრებაში, ვისთან აქვს ნათესავური კავშირი თუ ა.შ. ირაკლი ეძგვერაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის" ჩვეულებრივი „ზონდერი" ყოველთვის, ის აკეთებდა ყველაზე მძიმე საქმეებს." - განაცხადა ზარნაძემ.
როგორც ცნობილია, თავდასხმა მოხდა თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა.
0
0