13/10/2021
10:15
პოლიტიკა
“მე მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომა არ დაუშვია. დარწმუნებული ვარ ამაში. მე საკმარისი განათლება მაქვს მიღებული, ვიცი, ანალიზის უნარიც მაქვს. ეს იყო თავდადება, უზომო შრომა და არა მხოლოდ მისი, იმ გარემოცვის, რომელიც იქ იყო. ჩვენც, ოჯახის წევრებიც… ბოლოს და ბოლოს, მოსვენება არ გვქონდა დღე და ღამე, ყველა რაღაცას ვაკეთებდით. მე არ ვიცი რა შეცდომებზეა ლაპარაკი. ვიღაცამ თუ უკანონოდ ან სამსახური დაკარგა, ან რაღაც… შეიძლება ეს ქვედა დონეზე რაღაც ხდებოდა. მე არ მგონია, რომ ეს ჩემი შვილის მითითებით ყოფილიყო. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილს ამ ქვეყნისთვის ყველაფერი კარგი უნდოდა. უკრაინა ძალიან აფასებდა ჩემს შვილს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ხელის გულზე ატარებდნენ, ამის მიუხედავად, მთელი ეს წლები ვხედავდი ნოსტალგიით დაავადებულ ადამიანს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როგორმე ამ ქვეყანაში შემოეღწია და ფეხი დაედგა ამ მიწაზე. ეს გააკეთა მან ბოლოს და ბოლოს” – განაცხადა გიული ალასანიამ.
გადაცემაში დასმულ შეკითხვაზე: თქვენ არ იცოდით რომ ის საქართველოში იყო? – გიული ალასანიამ უპასუხა:
“არა, არ ვიცოდი, იმის მიუხეადავად, რომ იქ ვიყავი ჩასული, ის ბილეთიც ვნახე…თუმცა, ეჭვი გამიჩნდა, იმიტომ რომ ვიცნობ ჩემს შვილს და ასეთი ჩვეულებრივი, ტრივიალური, ტრაფარეტული გზით რომ არ შემოვიდოდა, ამას ვხვდებოდი, რომ რაღაც სხვას მოიფიქრებდა, მაგრამ რა იქნებოდა ეს “სხვა”, რა თქმა უნდა, მე არ ვიცოდი. მე ხომ არ დამიჯდებოდა და მომიყვებოდა. ასეთი რამ არასდროს ყოფილა”
0
0