
გია ბარამიძის საპატივცემულოდ, სოლიდარობის ნიშნად მოვიზარდე წვერი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში სულ ვაკრიტიკებდი წვერის გამო, მეგონა, წვერი აბერებდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„სხვათა შორის, იგივე გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც, ლევანიც არის წვერ-ულვაშიანი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გამარჯვების გარდა, ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს, რადგან „ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა“.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი სისუსტე, ისევე როგორც მთავარი სიძლიერე, არის სამშობლოს სიყვარული.
„სწორედ ამ სიყვარულმა გადმომატარებინა ზღვა ზუსტად ხუთი წლის წინ სრულიად უიმედო სიტუაციაში, მაშინ, როცა ხალხი არ იყო ბოლომდე მზად. მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ახლა მსურს, ასი პროცენტით დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ასი პროცენტით არის მზად ცვლილებებისთვის, ისე როგორც არასდროს. ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა, არამედ, ეს არის თავისუფლების სიყვარული, მონობასთან შეუგუებლობა. მე არავის მოვუწოდებ რეჟიმის დამხობისკენ. უბრალოდ გეუბნებით: რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩასვათ, ვინც დამხობისკენ მოუწოდებს, ეს არაფერს შეცვლის. ამას გეუბნებით, როგორც გარდაუვალ ფაქტს – ჭორვილური ორღობის დიქტატურა აუცილებლად დაემხობა და ეს ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0
0