
რიგით მეექვსე რეგიონულ ტურნეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია გორში მასპინძლობს. დღეს დიალოგი მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და შიდა ქართლის ახალგაზრდებს შორის გაიმართა. სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და მმართველი საბჭოს წევრები შეხვდნენ, მათ შორის იყო მარიამ გრიგოლიშვილიც.
გრიგოლიშვილის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე შიდა ქართლელი ახალგაზრდების ძირითადი საჭიროება, მუნიციპალიტეტში მეტი ახალგაზრდული სივრცის არსებობა იყო, რათა მათ ჰქონდეთ შეკრებისა და იდეების გაცვლის შესაძლებლობა.
„გამოიკვეთა ახალგაზრდების ის ძირითადი საჭიროება, რაც გახლავთ უფრო მეტი ახალგაზრდული სივრცის არსებობა მუნიციპალიტეტებში, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიკრიბონ, გაცვალონ იდეები ერთმანეთში და რაც ყველაზე მთავარია, მუნიციპალიტეტებს წარუდგინონ ის ახალგაზრდული პროექტები, რომლებიც შემდგომში უნდა აისახოს მუნიციპალურ ბიუჯეტებში,“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
0
0