
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მიმიწვდება მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლებამ შეძლო, იმავე დღეს მარტივად დაემთავრებინა ყველაფერი და გადატრიალების ორგანიზატორები დაეკავებინა.
„26 მაისს მსგავსს ვერ განახორციელებენ. შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან. ჩვენ მაშინ შევძელით, რომ იმავე დღეს მარტივად დაგვემთავრებინა ყველაფერი, რათა დაკავებულები ყოფილიყვნენ გადატრიალების მოთავეები და ასევე ვინც ქმედითად იღებდა მონაწილეობას ან შესაძლოა, მიეღო, იყო განეიტრალებული წინასწარ. ეს იყო უწყებების მიერ ერთობლივად ჩატარებული დიდი ღონისძიება და ამან პოზიტიური შედეგი გამოიღო. მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0
ბაქოში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
18/05/2026