ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
26/09/2026
22:52
A-
+A

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ მიმართა.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნო ამ ისტორიული ადგილის ახალი სიცოცხლის დაწყება. 1922 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დაიდო ბინა, ეს ადგილი საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა. ლევილი იყო საქართველო საფრანგეთში. და ეს მხოლოდ ისტორიული სიტყვები არ არის. იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს, აქ შეინარჩუნეს ის, რაც ყველაზე ძვირფასი ჰქონდათ - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა“, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
მინისტრმა იმ ადამიანების ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა როლით იბრძოდა ლევილის მამულის დასაბრუნებლად.
„2016 წლის 23 სექტემბერს ამ ხანგრძლივმა პროცესმა ისტორიული შედეგი მოიტანა - ლევილის მამული საქართველოს გადმოეცა. დღეს კი, ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ; ჩვენ გვინდა, ლევილი დარჩეს არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის მეხსიერებად, არამედ იქცეს ჩვენი კულტურის ცოცხალ ცენტრად ევროპაში - ადგილად, სადაც ისტორია, განათლება, კულტურა და ახალი თაობა ერთმანეთს შეხვდება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ლევილთან დაკავშირებული ისტორიის ნაწილია - სახელმწიფო უწყებებს, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, მათ ოჯახებსა და შთამომავლებს, ლევილის მუნიციპალიტეტს, პარიტეტული კომისიის წევრებს.
„განსაკუთრებით მადლობა პრემიერ-მინისტრს - იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ ისტორიული ადგილის ახალ სიცოცხლეს სჭირდება. დღეს ლევილში ერთმანეთს ხვდებიან წარსული და მომავალი. ის საქართველო, რომელიც აქ საუკუნის წინ შეინარჩუნეს, და ის საქართველო, რომელიც დღეს საკუთარი სახელმწიფოს სახელით აქ ბრუნდება. ეს არის ჩვენი საერთო მემკვიდრეობა, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო მომავალი. ვუსურვებ ლევილს, კვლავ იყოს ადგილი, სადაც საქართველო ცხოვრობს, ქმნის და ევროპას საკუთარ კულტურას უზიარებს“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
0
0
26
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%