
ა(ა)იპ შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდი „არტ ვილა გარიყულა“
ძმებ ზდანევიჩების სახელობის XVII საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის FEST-I-NOVA 2026 გახსნაზე
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, 2026 წლის 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, არტ ვილა გარიყულაში (კასპის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი) გაიმართება FEST-I-NOVA 2026-ის ოფიციალური გახსნა.
ფესტივალის წლევანდელი გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო მიმართულებას და აერთიანებს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებსა და საერთაშორისო არტისტებს, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებსა და პროექტებს წარადგენენ.
ფესტივალი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს ხელშეწყობით.
3 ოქტომბერი, 2026 | 14:00
არტ ვილა გარიყულა
კასპის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი
0
0