
ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია „თეირანის ტერორისტული რეჟიმთან“ თანამშრომლობს.
როგორც კონგრესმენმა „ჰადსონის ინსტიტუტში“ საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საქართველოს „ხელში ჩაგდებას“ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესებისთვის და ქართველი ხალხისთვის „დამანგრეველი შედეგები“ მოაქვს.
„პუტინის თანამემამულე ოლიგარქის მიერ საქართველოს რესპუბლიკის მაფიოზურმა ხელში ჩაგდებამ დამანგრეველი შედეგები მოიტანა ამერიკისთვის, სტრატეგიული ინტერესისთვის და საქართველოს მამაცი ხალხისთვის. „ქართული ოცნების“ რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს. 2026 წელის თებერვალში „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის საელჩოს ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც აღინიშნებოდა 1979 წლის ირანული რევოლუციის წლისთავი, რომლის დროსაც არსებული მთავრობა ახალი მთავრობით ჩანაცვლდა და რომელიც 47 წლია, დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომში იმყოფება. დამატებითი, თბილისის ანძა მათ ფერებში განათდა“,- განაცხადა უილსონმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ღიად მოაწერა ხელი ირანის სულიერი ლიდერის მოკვლის შესახებ სამძიმრის წერილს და ირანზე ამერიკის თავდასხმა დაგმო.
„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დაწყებიდან მალევე, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენელმა ირანის საელჩოში გროტესკულად და ღიად ხელი მოაწერა სამძიმრის წერილს, სადაც გლოვობდა დიქტატორ ხამეინის, დაგმო ირანზე ამერიკული დარტყმები, რომლებიც იყო დარტყმები ბირთვული ბომბის შექმნის უნარის მქონე ირანის წინააღმდეგ. ხამეინის გლოვა, ზუსტად იმ წელს, როდესაც, დიქტატორმა ხამეინიმ ირანის ორმოცდაათი ათასი მოქალაქე მოკლა უბრალოდ წარმოუდგენელია“,- აღნიშნა ჯო უილსონმა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
0
0