
ივენთ კომპანია „ივენტორიქსმა“ საქმიანობის 6 წლის იუბილე განსაკუთრებული მასშტაბის ბიზნესღონისძიებით აღნიშნა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართა, 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები. ღონისძიებამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთმანეთთან კომუნიკაციის, ახალი კავშირების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა მისცა.

ექვსწლიანი საქმიანობის განმავლობაში „ივენტორიქსი“ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების ორგანიზებითა და ბიზნესგარემოს გაერთიანებით მნიშვნელოვან გამოცდილებას აგროვებს. კომპანიის საიუბილეო ღონისძიებაც სწორედ ამ გზის აღნიშვნას, პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას მიეძღვნა.
ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანი და დინამიური იყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ კომპანიების პრეზენტაციებს, მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა გათამაშებაში და ჩართულიყვნენ ნეთვორქინგის პროცესში. საღამოს განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიზნესკომუნიკაციას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მსგავსი შეხვედრები ქმნის გარემოს, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ საკუთარი საქმიანობის წარდგენა, ახალი იდეების განხილვა და პოტენციური პარტნიორების აღმოჩენა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლე „ივენტორიქსის კლუბის“ წარდგენა იყო - ახალი ინიციატივა, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის გრძელვადიანი თანამშრომლობისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.

„ივენტორიქსის კლუბი“ ერთწლიან, წინასწარ გაწერილ აქტივობებს გააერთიანებს და წევრებს რეგულარულად შესთავაზებს ბიზნეს-შეხვედრებს ვიწრო წრეში. ინიციატივის მთავარი იდეა მხოლოდ ერთჯერადი გაცნობებისა და კონტაქტების გაცვლით არ შემოიფარგლება. მისი მიზანია ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, სისტემატურად შეხვდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ გამოცდილება, განიხილონ საერთო ინტერესები და იპოვონ თანამშრომლობის ახალი გზები.
კლუბის ფორმატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებას. რეგულარული შეხვედრები ხელს შეუწყობს ნდობის ჩამოყალიბებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ისეთი პარტნიორობების შექმნას, რომლებმაც შესაძლოა კონკრეტულ ბიზნესშედეგებამდე მიიყვანოს მონაწილეები. ერთწლიანი აქტივობების გეგმა კი ამ პროცესს უფრო ორგანიზებულსა და მიზანმიმართულს გახდის.
ექვსი წლის გამოცდილებითა და ახალი ხედვით „ივენტორიქსი“ აგრძელებს ისეთი ღონისძიებებისა და პლატფორმების შექმნას, რომლებიც ადამიანებს, იდეებსა და ბიზნესებს ერთმანეთთან აკავშირებს. „ივენტორიქსის კლუბი“ კი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია - ინიციატივა, რომელიც ბიზნესურთიერთობების განვითარებას ერთწლიან, თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ პროცესად აქცევს.
(R)
1
0

