
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპიკერმა ამერიკელებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მატყუარა ადმინისტრაციაზე“.
ჰოსეინ მოჰების განცხადებით, ეს ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს.
მისი თქმით, ტრამპმა ირანთან დაკავშირებით „დიდი ტყუილები“ თქვა და ვაშინგტონმა ირანთან კონფლიქტში „დამარცხება უნდა აღიაროს.“
„ვფიქრობ, რომ ამერიკელმა ხალხმა ამ რეალობის შესახებ არ იცის. ეს რეალობა რომ იცოდნენ, ისინი აუცილებლად სხვაგვარად იფიქრებდნენ და აუცილებლად მოახდენდნენ ზეწოლას საკუთარ ადმინისტრაციაზე. ეს მატყუარა ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს. ამას დაუმატეთ ის დიდი ტყუილები, რომლებიც ამავე პრეზიდენტმა, როგორც თავისი წინა ოთხწლიანი ვადის განმავლობაში, ისე ამ თითქმის ორწლიანი ვადის განმავლობაში თქვა და რომლებიც თქვენმა კოლეგებმა მედიაში დათვალეს. შეერთებულ შტატებს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ აღიაროს დამარცხება და რეგიონი დატოვოს“, – განაცხადა ჰოსეინ მოჰებიმ.
0
0