
„იმედის“ დარბევისას ფოტომასალა ძირითადად მაშინდელმა ამერიკელმა გენერალურმა დირექტორმა გადაიღო, რომელსაც ტელეფონის წართმევა მხოლოდ იმიტომ ვერ გაუბედეს, რომ ქართველი არ იყო, - განაცხადა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ.
მისი თქმით, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო ჩუმად და შემდეგ ამ ფოტოებს მტკიცებულებებად იყენებდნენ, როდესაც საქართველოს მთავრობას უჩიოდნენ სხვადასხვა სასამართლოში.
„ამერიკელი გენერალური დირექტორი გვყავდა მაშინ [„იმედის“ დარბევის დროს]. „ნიუსკორპთან“ გვქონდა პარტნიორობა, მერდოკის კომპანიასთან, რომელიც შემდეგ ძალიან დაგვეხმარა „იმედის“ დაბრუნებაში, აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში. ეტყობა ამ კაცს [დირექტორს] ვერ გაუბედეს ტელეფონის წართმევა, რადგან ამერიკელი იყო, იმ ლოგიკით, რომ ქართველი შეიძლება დაჩაგრო და ამერიკელი - არა. დანარჩენებს ყველას დაულეწეს ტელეფონები, წაართვეს. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ფოტო გადაიღო. ჩუმად იღებდა, მაგრამ ამ ფოტოებს შემდეგ მტკიცებულებებად ვიყენებდით, როდესაც საქართველოს მთავრობას ვუჩიოდით სხვადასხვა სასამართლოში“, - აღნიშნა რუხაძემ.
0
0