
ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და გვარამიას მიჰყვება, მათ მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა ნულია.
„ვინც დგას რუსთაველის გამზირზე და გვარამიას მიჰყვება, ეს პირობითი გვარამიაა, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს. მაგრამ როდესაც თქვენ პარალელს ავლებთ სააკაშვილის განცხადებასთან, სააკაშვილმა განცხადება გააკეთა ადამიანების მიმართ, მათ შორის დანაშაულის ჩამდენი ადამიანების მიმართ. ეს სრულიად სხვა რამეა. მარტო ეს განცხადებაც არ იქნებოდა პრობლემა, ქუჩაში რომ არ ჩაეცხრილათ ამ განცხადების მერე ადამიანები. როდესაც რაღაცის ციტირება ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოხდეს ციტირება, მათ შორის კონტექსტი იყოს სწორად წარმოჩენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0