
ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს ეხებოდა.
„ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება არის მიზანშეწონილი. რაც შეეხება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულებას, ზოგადად მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, საბოლოო ჯამში, ეს არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდე არის მისული მთლიანობაში ევროპული ბიუროკრატია. მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა, მათ შორის ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას აღარ აქვს არავითარი დატვირთვა. ეს არის აბსოლუტურად თვალსაჩინო ამ კონკრეტულ მაგალითზე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულ თავისუფალ მედიასაშუალებებს, რომლებსაც უზღუდავენ საქმიანობას ევროპუბი ბიუროკრატიის კედლებში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 მაისიდან
18/05/2026