
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგები შეაფასა.
მისი განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციამ, რომელიც კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ გაიმართა, აჩვენა, რომ ის რიცხვებიც კი გადაჭარბებულია, რაც კვლევაში იყო ნაჩვენები.
„ის დღე მიუთითებდა, რომ IRI-ს საკმაოდ გაზვიადებული რიცხვები აქვს მინიჭებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით დედაპარტიისთვის, იქ 100 კაციც ვერ შეიკრიბა, მგონი. სასაცილოა ეს ყველაფერი.
რაც შეეხება IRI-ის კვლევას, იმ მონაცემებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს რეალურად“, - განაცხადა კირცხალიამ.
როგორც ცნობილია, გასულ კვირაში გავრცელდა IRI-ის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.
0
0