ირაკლი გოგავა: მღვდელი დოროთე ყურაშვილი "ცოდვის სპირალშია" შესული და სულ უფრო და უფრო იმძიმებს სულს
28/09/2025
10:22
A-
+A

"როგორც მრევლის წევრი, ქრისტეს მომხრე და ქართული მართლამდიდებლური ეკლესიის მხარდამჭერი, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მამა ანდრია ჯაღმაიძეს! კარგია, რომ ის, სხვა ღირს მამებთან ერთად, გზას აცდენილი და ცოდვაში შესული სასულიერო პირების მიმართ "სანიტარულ-ჰიგიენურ ღონისძიებებს" ატარებს. " - წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.
"უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ათას სასულიერ პირს შორის, უცხო ძალებმა მხოლოდ რამდენიმეს გადაბირება მოახერხეს - ზოგი გადაიღეს, ზოგი ფულს დაახარბეს, ზოგი კი ამბიციებით (ამპარტავნებით) მოდრიკეს.
მამა ანდრია ჯაღმაიძე კარგი მოძღვარია, რაც კიკეთის წმინდა ექვთიმე აღმსარებლის ეკლესიის მრევლისგან დანამდვილებით ვიცი. მე და მამა ანდრიას სულიერ და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე არაერთხელ გვისაუბრია. ყოველ ჯერზე ჭეშმარიტების ერთგულებას გამოხატავდა და ეროვნულ პოზიციას უცილობლად იცავდა. პატრიოტი ადამიანია!
მღვდელი დოროთე ყურაშვილი "ცოდვის სპირალშია" შესული და სულ უფრო და უფრო იმძიმებს სულს. "ცოდვის სპირალი" იმ პროცესის აღნიშვნაა, როდესაც ადამიანი ერთ ცოდვას ჩაიდენს და შემდეგ ჩადენილი ცოდვის დასაფარად სხვა, ხშირ შემთხვევაში კი, უარესი ცოდვების ჩადენა უწევს. საქართველოში სასულიერო პირებს მრავალი ქვეყნის სპეცსამსახური უდარაჯებს, რომ იქნებ რაიმეზე გამოიჭირონ და შემდეგ შანტაჟის მეშვეობით თავისი ინტერესების შესაბამისად მართონ. ინტერესი კი ეკლესიის, პატრიარქის მიმართ ხალხის ნდობის დაკნინება და ქრისტიანული რელიგიის საბოლოოდ განადგურებაა. დაახლოებით ისე, როგორც ეს დასავლეთ ევროპაში უკვე მოახერხეს. სადაც მაზიარებელთა რაოდენობა 10%-ს ჩამოცდა. მათ აქვთ ახალი რელიგია - ნეოლიბერალიზმი და მართლმადიდებლობა ხელის შემშლელია. გლობალისტების მიზანია ჩვენი ცივილიზაციის სამი ბურჯის მორყევა: ღმერთი, ოჯახი, სამშობლო!
ნაცნობ ფსიქოლოგს ვთხოვე დოროთე ყურაშვილის პიროვნება მისი ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის საფუძველზე შეეფასებინა. მან გაანალიზა მისი 11 წლის წინანდელი ვიდეოჩანაწერი და ახლახანს ერთ-ერთ ტელევიზიაში მის გამოსვლას შეადარა. ფსიქოლოგმა ასეთი პასუხი გამცა: ადამიანი ნორმალურ მდგომარეობაში ერთ წუთში თვალს საშუალოდ 15-20-ჯერ ახამხამებს და დაახლოებით ასეა დოროთე ყურაშვილის 11 წლის წინანდელ ვიდეოგამოსვლაში. რაც შეეხება მის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლას, სადაც ის პოლიტიკური მანიფესტით გამოვიდა და მეხუთე კოლონას მხარი დაუჭირა, წუთში თვალი საშუალოდ 35-ჯერ დაახამხამა. ეს კი მაღალი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ ის იტყუება. არსებობს თვალის ხშირი დახამხამების სხვა მიზეზებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ტყუილთან გვაქვს, რასაც დოროთეს ნერვული სისტემა სტრესად აღიქვამს.
დასკვნა კი ერთია: ეს კაცია იტყუება! ამ ტყუილს შეიძლება ორი მიზეზი ჰქონდეს: ან რაღაცით აშანტაჟებენ (გავიხსენოთ "ცოდვის სპირალი") ან მოტივირებულია მატერიალურად. ორივე შემთხვევაში ის უღირსი კაცია, თუმცა მონანიების საშუალებას უფლის კანონი ყველას აძლევს. მოინანიე, დოროთე ყურაშვილო და შეგიმსუბუქდება დამძიმებული სული, რომელიც შველას ითხოვს და ეს გარეგნულადაც გეტყობა!"- წერს ირაკლი გოგავა.
0
0
98
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%