
26 მაისს ვიქნებით ძალიან ბევრნი, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის აუცილებელია, ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ 26 მაისს მსხვილი შეკრება იქნება.
„26 მაისს ვიქნებით ძალიან ბევრნი, რადგან არ შეიძლება, დამოუკიდებლობას ექსკლუზიურად აღნიშნავდეს ის რეჟიმი, რომელმაც აღნიშნა შაჰაბასობა, ქართველების მასობრივი გადასახლება, მათ შორის, თემურ-ლენგის საფლავზე მიიტანა ყვავილები. მარტო ამ რეჟიმის ექსკლუზივი ვერ იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნა. ეს დღე ასევე უნდა აღვნიშნოთ ჩვენ, თავისუფლებისთვის მებრძოლმა ხალხმა და იქნება მსხვილი შეკრება,ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული”
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, რასაც აქამდე არ ამბობდა. დიახ, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა არის აუცილებელი და არ უნდა დავიხიოთ უკან ამ ბრძოლაში. სწორედ ამაზეა საუბარი და ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში. აქ საუბარია იმაზე, რომ არ უნდა დავიხიოთ უკან, არ უნდა შევეგუოთ რეპრესიებს, არ უნდა შევეგუოთ ამ ზონდერებს და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს არის ის, რაც გვაერთიანებს საქართველოს დროშის გარშემო. 26 მაისს ვიქნებით ძალიან ბევრნი, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის აუცილებელია, ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდეს. ეს დღე უნდა აღინიშნებოდეს თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის მიერ და ამასთან გვექნება საქმე 26 მაისს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0