
ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 62 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, სტიქიური უბდურება უტარ-პრადეშის შტატში რამდენიმედღიანმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია.
შტატის მთავრობის ცნობით, წყალდიდობის შედეგად რამდენიმე რაიონში 46 ადამიანი დაშავდა და ათასზე მეტი სახლი დაზიანდა.
შტატის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის, დედაქალაქ ლაკნოუში, სკოლები დაიხურა, ხოლო სამაშველო ჯგუფებმა დატბორილი ტერიტორიებიდან ხალხი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს. ამასთან, მაცხოვრებლებს ურჩიეს, თავი აარიდონ დატბორილ რაიონებში არასაჭირო გადაადგილებას.
ოფიციალური პირების თქმით, წყალდიდობამ ასევე იმოქმედა ოდიშას აღმოსავლეთ შტატზე, სადაც 75 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მეზობელ ნეპალში, 24-27 სექტემბრის პერიოდში ამინდთან დაკავშირებული ინციდენტების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხუთი დაშავდა. წყალდიდობამ და მეწყერმა 194 სახლი დააზიანა.
0
0