
მე არ ვყოფილვარ ამ შეხვედრაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას გააცნეს და რომ არ მოეწონათ, სწორედ ამის გამო მოხდა, ალბათ ამ კვლევის გვერდზე გადადება, - განუცხადა „იმედის კვირას“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას.
„იმედის კვირა“ დაინტერესდა, აღნიშნული კვლევის შედეგები ავტორებმა გააცვნეს თუ არა ოპოზიციას და ესწრებოდა თუ არა შეხვედრას ხვიჩია.
„ზოგადად, სულ ვრცელდებოდა-ხოლმე. თავიდან ასე იყო, რომ ეს კვლევებს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს ეცნობებოდათ და მერე ეს რაღაც მექანიზმებით გარეთ ჟონავდა. თითქოს, ეს არსებული პრაქტიკა არის და მგონი, ახლაც ამ შემთხვევაშიც იგივე წესია. უბრალოდ, ადრე სხვა ოპოზიციური პარტიები აფრიალებდნენ ამას, ვისაც ასე თუ ისე ამ კვლევის შედეგები აწყობდა. ახლა ამ კვლევის შედეგები შეიძლება, არც არავის აწყობდეს ოპოზიციაში. ალბათ, ჩვენ ვართ ერთადერთი გამონაკლისი, ვისაც ზრდა აქვს ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენც არ ვართ მაინცდამაინც დიდი ნდობით აღვსილი ასეთი კვლევის მიმართ, რადგან ზოგადად შიგნით ბევრ უზუსტობას ვხედავთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევაში „კარგიც არის, მათ შორის ოპოზიციისთვის ის, რომ დადასტურდა, ე.წ. ბოიკოტობანა ქართველ ხალხს არ მოსწონს.
„მე მგონი, ამ კვლევითაც დადასტურდა - ყოველ შემთხვევაში თუ მის ტენდენციებს დავიჯერებთ, დადასტურდა ის, რომ ე.წ. ბოიკოტობანა, რომელიც თავს მოახვიეს ქართველ ხალხს ოპოზიციამ ამ პერიოდის განმავლობაში და კამპანიას უწევდა იმას, რომ ვინც ბოიკოტში არაა, ქვეყნის მოღალატეა და ასე შემდეგ, ქართველ ხალხს არ მოსწონს და იმ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს მოუწოდებდნენ, ფაქტობრივად, რეიტინგები გაუნულდათ.
გამოსავალი არის სინანულში, მაგრამ ვინაიდან, ამ სინანულის ძალას ვერ ვხედავ ჩვენს კოლეგებში, არ არიან ისინი ასე ღვთისნიერი ხალხი, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ ჩემი რჩევა იქნებოდა, რა რჩევა ესაა, მაგრამ დაიშალონ, გაქრნენ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს იმ ტყუილებისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ და იმ პოლიტიკური პროცესის განადგურებისთვის, რაც ჩაიდინეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
როგორც ცნობილია, გასულ კვირაში გავრცელდა IRI-ის კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს - პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.
0
0
საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
04/10/2026