
28 იანვარს ჰელსინკის კომისია საქართველოზე იმსჯელებს, - განცხადება "ჰელ კომმა" საკუთარ გვერდზე უკვე გაავრცელა და მსურველებს დისკუსიაში ჩართვაც შესთავაზა. ერთ-ერთი მომხსენებელი ლორა თორნტონია, - საქართველოში NDI-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2025 წლიდან სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიას აქტიურად ეწევა და მას "სექსუალურ მოძალადეს" უწოდებს.
ამჟამად, თორნტონი "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამის დირექტორის პოსტს იკავებს. ის ღიად უჭერს მხარს ქართულ ოპოზიციას, მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც, რომელიც შარშან ამავე ინსტიტუტის სტიპენდიატი გახდა. თორნტონი აკეთებს მოწოდებებსაც თბილისში აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში, სოციალური ქსელით მან ქართველ ხალხს მოუწოდა, პროტესტის ნიშნად, სამთავრობო შენობებთან ნაკელი დაეყარათ.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი.
"ჰელსინკის კომისიის სპექტაკლები ჩვენ უკვე ვიხილეთ - ბატონი უილსონი ხელმძღვანელობდა და აქედან გასული აგენტებიც კარგად გვახსოვს, ტყუილზე აგებულ ჩვენებებს რომ იძლეოდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს უკვე გავიარეთ და მე არა მგონია, რომ საქართველოში რჩებოდეს ადამიანი, რომელიც სერიოზულად აღიქვამს ამ კომისიას. მითუმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი მომხსენებელი უნდა იყოს ქალბატონი ლორა თორნტონი, რომლის სტიპენდიატიც ქალბატონი ზურაბიშვილია, რომელიც გამოირჩევა ბატონი ტრამპის მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით და რიტორიკით, საშინელი ბრალდებებით. ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი სინქრონშია რადიკალურ ოპოზიციასთან, ვინაიდან ისინიც, ბატონ ტრამპს ძალიან უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ. ქალბატონი თორნტონია ის ადამიანი, რომელმაც ძალიან სერიოზული გულისწყრომა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის აქციებზე მსხვერპლი ვერ იხილა. შესაბამისად, ასეთი კომისია ჩვენთვის საინტერესო არ არის - რაც უნდათ, ის ულაპარაკიათ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
0
0
მუხრანში მკვლელობა მოხდა
24/01/2026