
ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა. ინფორმაცია კომისიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
აღსანიშნავია, რომ სხდომაზე, სახელწოდებით „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, ერთ-ერთი მომხსენებელი ლორა თორნტონი იქნება
ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, „ქართული ოცნების“ ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს“.
ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებს იმაში, რომ მან გაუყინა საბანკო ანგარიშები ორგანიზაციებს, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ დემონსტრანტებს. გარდა ამისა, კომისიის წევრები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში „ფიქციურ მოსმენაზე“ გამოიძახა და ისინი ციხეში გაუშვა, რადგან ხელისუფლების ოპონენტებმა კომისიის ლეგიტიმურობა არ აღიარეს.
ცნობისათვის:
-
დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რამდენიმე პოსტი, სადაც ჰელსინკის კომისიას "ვაშინგტონის ჭაობის" ნაწილი და "ომის გამღვივებლები" უწოდა.
-
ტრამპის პრესსპიკერებმა დაადასტურეს, რომ ადმინისტრაცია განიხილავს კომისიის დაფინანსების შეწყვეტას, რადგან მისი საქმიანობა "წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივებთან".
-
ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა Politico და The Hill, გაავრცელეს ინფორმაცია შიდა სამუშაო დოკუმენტებზე, რომლებიც კომისიის ლიკვიდაციას ან რადიკალურ რეფორმას ითვალისწინებდა.
-
ტრამპის თქმით, კომისია დაკავებულია რუსეთის დაშლის ("დეპოლონიზაციის") გეგმების წახალისებით, რაც, მისი აზრით, მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს ქმნის.
-
ტრამპს მიაჩნია, რომ სანამ ის აბუ-დაბიში რუსეთთან და უკრაინასთან "დიდ გარიგებას" (Big Deal) ამზადებს, კომისია თავისი განცხადებებით საბოტაჟს უწყობს ამ პროცესს.
-
ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკამ უნდა შეწყვიტოს იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც "ამერიკის ინტერესების ნაცვლად, გაურკვეველი ევროპული ბიუროკრატიის ინტერესებს ემსახურებიან".
0
0