
საზოგადოებამ განსაჯოს, ეს ევროკავშირია თუ ევროსაბჭოთა კავშირია, სადაც წევრ სახელმწიფოებს რეალურად უფლებები არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატიას დიქტატურისკენ მიმავალი გზა აქვს არჩეული.
„ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, თუ როგორ ხდება ევროკავშირი – ევროსაბჭოთა კავშირი. პრაქტიკულად, არსებულ წევრებს ეუბნებიან, რომ ვეტოს უფლებას ჩამოართმევენ და კანდიდატებს ეუბნებიან, რომ თუ ევროკავშირში შემოხვალთ, სუვერენიტეტის და გასაღებებს ბრიუსელს ჩაგვაბარებთო.
საზოგადოებამ განსაჯოს, ეს ევროკავშირია თუ ევროსაბჭოთა კავშირია, სადაც წევრ სახელმწიფოებს რეალურად უფლებები არ აქვთ. გადაწყვეტილება, რომ არსებულ წესსაც ცვლი და იმის იმედი არ გაქვს, რომ 27 ქვეყნიდან მხოლოდ 15 უნდა დაითანხმო და დანარჩენის აზრი აღარ გაინტერესებს. ახლა 15-ია, შემდეგ ხუთზე ჩამოვლენ და შემდეგ საერთოდ გააუქმებენ და იტყვიან, რომ რაში გვჭირდება ამ წევრების ხმები, როცა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებასო. აქეთკენ მიმავალი გზა დიქტატურისკენ მიმავალია, რაც დღეს ევრობიუროკრატიას აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0