„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამმაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოშიმმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელსეხმიანება და განმარტავს, რომ პარლამენტისსაგამოძიებო კომისიის დასკვნა გამყარებულია
მტკიცებულებებითა და სხვადასხვა საქმეზესაერთაშორისო სასამართლოს დასკვნებით.
დეპუტატი განმარტავს, რომ საკონსტიტუციოსასამართლოში რადიკალური პარტიებისაკრძალვის პროცესი არ არის არაკანონიერი დაუსამართლო. გურამ მაჭარაშვილი მოუწოდებსსაზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პროცესისმიმდინარეობას უტრირებს, მოისმინოსსაგამოძიებო კომისიის სხდომები და ამის შემდეგდაასკვნას, უნდა აიკრძალოს თუ არა მსგავსიანტისახელმწიფოებრივი პარტიები.
„ჩვენ შემთხვევით არ მიგვიმართავსსაკონსტიტუციო სასამართლოსთვის - ამას წინუძღოდა ჩვენი საპარლამენტო საგამოძიებოკომისია, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებამპირდაპირ ეთერში მოისმინა იმ ტანჯვა-წამებისშესახებ, რასაც ეს რეჟიმი სჩადიოდა.
არაერთხელ მოვუწოდეთ ევროკავშირისა და სხვაქვეყნების ელჩებს თვალი ედევნებინათ ამკომისიისთვის და პასუხი გაეცათ კითხვაზე - როგორ შეიძლება, ეს პარტია ევროპულისტანდარტების შესაბამისი და მომავლის პარტიაიყოს [როგორც ეს ევროკავშირის ელჩმაგანაცხადა]. მათ უნდა მოესმინათ იმსხდომებისთვის, რომლებზეც მოწმეებიჰყვებოდნენ ყველაფერს. ვინც შეძლო, ვინცგადაურჩა და ცოცხალი იყო, მოვიდა და ყველაფერიმოჰყვა. ამ ყველაფერს თან ახლდავიდეომტკიცებულებები, იყვნენ ცოცხალიმოწმეები, არსებობდა საერთაშორისოსასამართლოს გადაწყვეტილებები და ა.შ. როგორშეიძლება, ეს პროცესი ბოლომდე არ მივიდეს? ვინმეს წარმოგიდგენიათ, მაგალითად, გერმანიაში, ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას, იმ ფაშისტურიპროცესების შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობა მიეღო? სწორედ იმ ფაშისტური პროცესებისშემდეგ, მსგავსი მოვლენების აღსაკვეთად, დაიწყონიურნბერგის პროცესი, რათა პარტიებს აღარჰქონოდათ არჩევნებში მონაწილეობისშესაძლებლობა.
იმედი მაქვს, მალე დაიწყება საკონსტიტუციოსასამართლოში ეს პროცესი, თუმცა, ამასაც თავისივადები აქვს. მინდა განვმარტო მათთვის, ვინც ამპროცესს უტრირებს - არავინ აპირებს, უკანონოდ დაუსამართლოდ აკრძალოს რაიმე. ამ ხალხს ვურჩევ, ჩამოუარონ იმ დაზარალებულ ოჯახებს დაგაესაუბრონ მათ, ვინც ცოცხალი დარჩა. შეუძლიათ, გაეცნონ კომისიის სხდომებსა და კომისიისდასკვნას, მოუსმინონ დაზარალებულებისმდგომარეობას და ამის შემდეგ თქვან, უნდააიკრძალოს თუ არა ასეთი ტიპის ე.წ. პარტია, რომლის შესახებაც დადასტურებულად არისცნობილი, მათ შორის, საერთაშორისოსასამართლოს მიერ, რომ ისანტისახელმწიფოებრივია“, - განაცხადა გურამმაჭარაშვილმა.