
გერმანიის კანცლერმა ევროპის მიერ უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის შემდეგი სამიზნე ევროპის რომელიმე ქვეყანა გახდება.
განცხადება ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
„ვიზიტი ისე არ წარიმართა, როგორც ზელენსკი იმედოვნებდა. ვფიქრობ, ამის თქმა შემიძლია. ეს ევროპულ დახმარებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რადგან ომის დასრულება მხოლოდ უკრაინის სამხედრო სიძლიერით შეიძლება. უკრაინის კაპიტულაცია ვარიანტი არ არის, რადგან შემდეგ რუსეთი რომელიმე ევროპულ ქვეყანას დაესხმება თავს“, - განაცხადა მერცმა.
0
0
ვახო სანაია დააკავეს
19/10/2025
ლუვრი გაძარცვეს - მუზეუმი დროებით დახურულია
19/10/2025