
მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა.
საქართველოს პარლამენტმა შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში მე-16 პოზიციაზე იყო. 2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ბელგია, მალტა, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სლოვენია.
„ევრობარომეტრი“ არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის - როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის თემებზე არსებული განწყობების შესასწავლად.
„ევრობარომეტრი“ უზრუნველყოფს ხარისხიან და აქტუალურ მონაცემებს საზოგადოებრივი აზრის ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის.
„ევრობარომეტრის“ პროექტი 1974 წელს, ევროკომისიის ფარგლებში, ჟაკ-რენე რაბიემ - ჟან მონეს ყოფილმა თანამშრომელმა და ინფორმაციის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა - წამოიწყო. თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც საშუალება, რომელიც „ევროპელებს საკუთარ თავს დაანახებდა“. მას შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა, მათ შორის გამოკითხვის სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვის გზით. 2007 წელს ევროპარლამენტმა დაიწყო „ევრობარომეტრის“ გამოკითხვების საკუთარი რეგულარული სერიის განხორციელება, სადაც ყურადღება მახვილდებოდა, მათ შორის, უშუალოდ ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ევროპული არჩევნები. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გარდა, დღეს „ევრობარომეტრის“ გამოკითხვებს ევროკავშირის არაერთი სხვა ინსტიტუტი და სააგენტოც იყენებს.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად გაშუქებული თემების მრავალფეროვნება, პუბლიკაციების რეგულარულობა და ფართო გეოგრაფიული მოცვა „ევრობარომეტრს“ ევროკავშირში ცოდნისა და ინფორმაციის უნიკალურ წყაროდ აქცევს.
0
0