
საქართველომ დააფიქსირა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რაც კერძო და სამთავრობო მოხმარებამ განაპირობა, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
"მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს 9.4% შეადგინა. ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო კერძო და სამთავრობო მოხმარება, რაც სტიმულირებული იყო ხელფასების მკვეთრი ზრდით, დასაქმების გაფართოებით და სწრაფად მზარდი სამომხმარებლო სესხებით. ამავე პერიოდში, ინვესტიციებიც აგრძელებდა ზრდას, რასაც ხელი შეუწყო ბიზნეს სესხების ზრდამ, საწარმოების კარგმა ფინანსურმა შედეგებმა და ძლიერმა საჯარო ინვესტიციებმა.
მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა შესამჩნევი იყო საქართველოში (9,4%), კოსოვოში (4,4%) და ჩრდილოეთ მაკედონიაში (2,8%), ხოლო სერბეთმა (3,9%) და ალბანეთმა (4%) შეინარჩუნეს ზრდის იგივე ტემპი, რაც წინა წელს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ზრდა მდგრადად გამოიყურება, მაგრამ ის ექვემდებარება კლების რისკებს, რაც, კერძოდ, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობით და გაურკვეველი საერთაშორისო გარემოთია განპირობებული“.
0
0