
მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება, 2025 წელს 7%-ს გადააჭარბებს და 7,3% იქნება, ხოლო 2026 და 2027 წლებში 5-5.5%-მდე შენელდება. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის შემოდგომის ანგარიშში „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“.
პროგნოზით, ზრდა განპირობებული იქნება კერძო და სამთავრობო მოხმარებით, ხოლო ინვესტიციები შენელდება ბიზნესის ნდობის შესუსტებისა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე. უმუშევრობის დონე 2027 წლისთვის ოდნავ შემცირდება, თუმცა სტრუქტურულად მაღალი დარჩება.
ანგარიშის მიხედვით, ინფლაცია 2025 წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდის გამო, თუმცა მომავალში მოსალოდნელია ფასების ზეწოლის შემცირება. პროგნოზირებად ჰორიზონტზე სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შეზღუდული დარჩება – მშპ-ის 2%-ზე ოდნავ მეტი, ხოლო, პროგნოზის თანახმად, სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35%-მდე შემცირდება.
0
0