
ევროკომისიამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე მედიასაშუალებამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, უნგრეთის საიდუმლო სამსახურები ცდილობდნენ ბრიუსელში ევროკავშირის თანამშრომლების ინფორმატორებად გადაბირებას. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
აგენტები სამიზნე, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენლობის დიპლომატების სტატუსით მოქმედებდნენ, სავარაუდოდ, ევროკომისიაში დასაქმებული უნგრელი თანამშრომლები იყვნენ.
ევროკომისიის განცხადებით, ის სერიოზულად ეკიდება ამ ბრალდებებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი თანამშრომლები და ინფორმაცია უკანონო სადაზვერვო საქმიანობისგან.
„ჩვენ შევქმნით შიდა ჯგუფს, რომელიც ამ ბრალდებებს შეისწავლის“, - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, ბალაშ უივარიმ.
0
0