
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა უნდა შეაფასოს ევროკავშირთან გრძელვადიანი ურთიერთობის სხვადასხვა მოდელი და განსაზღვროს, რომელი მათგანი იქნება ქვეყნისთვის საუკეთესო.
„შეგვიძლია, ისე გავაგრძელოთ, როგორც ახლა ვართ. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ვარიანტია, თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ სწორედ ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც უნდა დავრჩეთ“, – განაცხადა ბერნემმა.
ბერნემის თქმით, თითოეული ვარიანტი უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, რამდენად განხორციელებადია ის და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ბრექსიტმა ქვეყანას „უფრო მეტი ზიანი მოუტანა, ვიდრე სარგებელი“.
„ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს და ამას პირდაპირ ვიტყვი: ბრექსიტმა უფრო მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი. ამიტომ საკითხავია, რა უნდა გავაკეთოთ ამის გამოსასწორებლად?“ – განაცხადა ბერნემმა.
0
0