26/09/2025
09:24

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა. აღნიშნულის თაობაზე EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი.
,,საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის 9.4%-დან 2025 წლის პირველ ნახევარში წლიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 8.3%-მდე შენელდა. ზრდა განპირობებული იყო საკრედიტო ექსპანსიით, IT და განათლების სექტორების და მომსახურების ექსპორტის ზრდით. 2024 წელს საშუალო 1.1%-ის შემდეგ, ინფლაცია 2025 წლის პირველ რვა თვეში 3.5%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს", - წერს EBRD.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით ფისკალური და საგარეო პოზიციები შედარებით დარჩა, რასაც მდგრადმა ტურიზმა შეუწყო ხელი. საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოსთვის 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე აღდგა. EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.
EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, 7%-იანი მაჩვენებლით, საქართველო ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერ პოზიციაზეა:
მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით:
ევროკავშირის წევრი ქვეყნები (EBRD-ის დაფარვის ზონა):
ბულგარეთი 3.2%;
ხორვატია 3.2%;
ჩეხეთი 2.0%;
ესტონეთი 0.5%;
საბერძნეთი 2.2%;
უნგრეთი 0.5%;
ლატვია 0.9%;
ლიტვა 2.6%;
პოლონეთი 3.5%;
რუმინეთი 0.9%;
სლოვაკეთი 1.1%.
სლოვენია 0.7%;
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები:
ალბანეთი 3.5%;
ბოსნია და ჰერცეგოვინა 2.2%;
საქართველო 7.0%;
მოლდოვა 1.5%;
მონტენეგრო 2.6%;
ჩრდილოეთ მაკედონია 3.0%;
სერბეთი 2.5%;
თურქეთი 3.1%;
უკრაინა 2.5%.
რაც შეეხება, რეგიონის მაჩვენებლებს EBRD-ის პროგნოზი შემდეგია:
სომხეთი - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 5.0% | პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა
თურქეთი - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 3.1% | პროგნოზი გაუმჯობესდა 0.3%-ით
აზერბაიჯანი - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.0% | პროგნოზი შემცირდა - 1.0%-ით
მოლდოვა - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 1.5% | პროგნოზი შემცირდა - 0.3%-ით
უკრაინა - ზრდის პროგნოზი 2025 წელს 2.5% | პროგნოზი შემცირდა - 0.8%-ით
0
0
გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
29/09/2025