დავით ქართველიშვილი: სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა, სადაც დღეს ერთს ასამართლებენ, ხვალ კი იგივე მექანიზმი შესაძლოა ნებისმიერი არასასურველი ხელისუფლებისა და ლიდერის წინააღმდეგ გამოიყენონ
A-
+A

უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც საქართველოსთან ერთად, კიდევ 11 ქვეყანა არ შეუერთდა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ შეთანხმებაზე 12 ქვეყნის უარი საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ მსოფლიო ნელა, მაგრამ შეუქცევადად მიემართება უფრო პრაგმატული, მრავალპოლარული და სამართლიანი წესრიგისკენ.
ქართველიშვილის თქმით, მსოფლიო დაიღალა იმით, რომ „საერთაშორისო მართლმსაჯულება“ ძალიან ხშირად ემთხვევა კოლექტიური დასავლეთის მიმდინარე პოლიტიკურ ინტერესებს.
„იმ 12 ქვეყნის სია, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინის საკითხზე რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მექანიზმთან მიერთებაზე, უბრალოდ ტექნიკური დიპლომატია აღარაა - ეს თავად ევროპის შიგნით და მის გარშემო დაწყებული გეოპოლიტიკური გახლეჩის კიდევ ერთი სიმპტომია. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამ სახელმწიფოებს შორის აღმოჩნდნენ არა მხოლოდ უკვე ტრადიციული „დისიდენტები“, როგორიც არიან უნგრეთი და სერბეთი, არამედ საქართველოც, თურქეთიც, აზერბაიჯანიც, სლოვაკეთიც, ბულგარეთიც და ბალკანეთის სხვა ქვეყნებიც. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო იჩენს სიფრთხილეს იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი პოლიტიკურ ომში იარაღად იქცევა, სადაც დღეს ერთს ასამართლებენ, ხვალ კი იგივე მექანიზმი შესაძლოა ნებისმიერი არასასურველი ხელისუფლებისა და ლიდერის წინააღმდეგ გამოიყენონ.
საქართველომ ამ ვითარებაში აჩვენა არა „პრორუსული პოზიცია“, როგორც ამას რადიკალური ლიბერალური წრეები და ჩვენი "ვაი-ოპოზიცია" შეეცდებიან წარმოაჩინონ, არამედ სახელმწიფოს თვითგადარჩენის ელემენტარული ინსტინქტი. ქვეყანა, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ კვანძში მდებარეობს - რუსეთს, თურქეთს, კავკასიას, შავ ზღვასა და აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფანს შორის, ვერ დაუშვებს მონაწილეობას ისეთ პროექტებში, რომლებიც საბოლოოდ ანადგურებს მომავალი მოლაპარაკებებისა და რეგიონული მანევრირების სივრცეს. მით უმეტეს ანაკლიის პორტის მშენებლობის, შუა დერეფნის გაძლიერების, საქართველოს მზარდი სატრანზიტო მნიშვნელობისა და თბილისის თანდათანობითი გეოეკონომიკური სუბიექტობის ფონზე. მსგავსი მასშტაბის სახელმწიფოებისთვის ემოციები ფუფუნებაა, ხოლო გადარჩენა ყოველთვის ცივ გათვლაზე დგას.
ყველაზე უსიამოვნო ბრიუსელისა და დასავლური ელიტების ნაწილისთვის კი ის არის, რომ ასეთი ქვეყნების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მსოფლიო ნელ-ნელა იღლება იმ მოდელით, სადაც „საერთაშორისო მართლმსაჯულება“ ძალიან ხშირად ემთხვევა კოლექტიური დასავლეთის მიმდინარე პოლიტიკურ ინტერესებს. და რაც უფრო გაძლიერდება იდეოლოგიური ლოიალობის სავალდებულო მოთხოვნით ზეწოლა, მით უფრო გაფართოვდება იმ სახელმწიფოების წრე, რომლებიც დისტანციის შენარჩუნებას ამჯობინებენ. ამ თვალსაზრისით, ამ 12 ქვეყნის უარი არა ეპიზოდი, არამედ საგანგაშო სიგნალია იმისა, რომ მსოფლიო ნელა, მაგრამ შეუქცევადად მიემართება უფრო პრაგმატული, მრავალპოლარული და სამართლიანი წესრიგისკენ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0
36
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%