
რაც უფრო გვიახლოვდება საკრალური თარიღი – 4 ივლისი, აშშ-ის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წლისთავი, მით უფრო რეალურ კონტურებს იძენს მსოფლიო მედიაში სულ უფრო ხშირად გაჟღერებული ვარაუდი: საომარი მოქმედებები უკრაინაში დასრულდება 30 ივნისამდე, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ქართველიშვილი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - ის მოხვდება გისოსებს მიღმა, ან თავს შეაფარებს დიდ ბრიტანეთს, სადაც პოლიტიკური ხელშეუხებლობით ისარგებლებს.
ქართველიშვილი პოსტში კიდევ ბევრ საინტერესო დეტალზე წერს - მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის პენსიაზე გასვლის შესაძლებლობაზე.
„რაც უფრო გვიახლოვდება საკრალური თარიღი – 4 ივლისი, აშშ-ის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წლისთავი, მით უფრო რეალურ კონტურებს იძენს მსოფლიო მედიაში სულ უფრო ხშირად გაჟღერებული ვარაუდი: საომარი მოქმედებები უკრაინაში დასრულდება 30 ივნისამდე. ეს იქნება ის მთავარი მონაპოვარი აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელსაც საკუთარ მიღწევად მიიწერს დონალდ ტრამპი და რასაც მთავარ მსოფლიო მოვლენად წარმოაჩენს სწორედ 4 ივლისს. ამის შემდეგ დაიწყება მისი ცნობილი პოსტულატის: „ეს ომი ბაიდენის დაწყებული იყო“ – დეტალიზაცია და კრიმინალიზაცია, რამაც კონგრესში საშემოდგომო შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელებს შეიძლება მნიშვნელოვანი ბონუსები შემატოს. ირანში, ჰორმუზის ყურეში საეჭვო „წარმატების“ და ასევე, ჩინეთში არცთუ დამაჯერებელი ვოიაჟის ფონზე – უკრაინის საკითხის დემილიტარიზაცია 4 ივლისამდე, ერთადერთი „ჯოკერი“ ხდება დონალდ ტრამპის ხელში.
ამ თარიღამდე ომის სამხედრო ფაზის დასრულება, რა თქმა უნდა, ასევე შედის რუსეთის პრეზიდენტის ინტერესებშიც, რომელიც აშკარად კარგავს რეიტინგულ პოპულარობას საკუთარ საზოგადოებაში, სადაც ომის მწვავე ფაზა სულ უფრო ხშირად აღწევს რუსეთის შუაგულის სამოქალაქო სექტორებს. სამხედრო ფაზის შეჩერება რუსეთის მიერ იმ მომენტისთვის ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში, რა თქმა უნდა, აღქმული იქნება კრემლის წარმატებად ამ 52-თვიან მძიმე სამხედრო დაპირისპირებაში, რომელმაც ასახვა პოვა ასიათასობით მსხვერპლში თვით რუსეთის ფედერაციისთვის. გარდა ამისა, სწორედ ასეთი დასასრული და ომის შედეგებზე სწორედ ასეთი პიარი ნაყოფიერ ნიადაგს შეუქმნის თვით პუტინსაც, თუ კი დაეჯერება უამრავ კულუარულ ინფორმაციას და „მედიაშემოგდებებს“ მისი „შემცვლელის ოპერაციის“ პრაქტიკულ სტადიაში გადასვლის თაობაზე. „გამარჯვებული პუტინის“ „დამსახურებულ პენსიაზე“ გაშვება იმდენად ხელსაყრელი მომენტია, რომელიც რუსეთს შესაძლოა დიდი ხანი აღარ ეღირსოს.
ამ გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით ბონუსად შეიძლება მივიჩნიოთ ფაქტობრივად უკვე მიღებული გადაწყვეტილება შემოდგომაზე უკრაინაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, სადაც ფავორიტად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კანდიდატი – კირილ ბუდანოვი მიიჩნევა. ამ ფსონმა ფაქტობრივად შანსი აღარ დაუტოვა ბრიტანელების კანდიდატ ვალერი ზალუჟნის. ანუ იმ ბრიტანეთის, რომელიც შიდა „ტურბულენტურ“ პოლიტიკურ ზონაში შევიდა თავისი გაკოტრებული პრემიერმინისტრით, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპი ვერც პოლიტიკურ აწმყოში და მით უმეტეს მომავალში, სერიოზულ ფიგურად არასდროს არც განიხილავდა. ამჟამინდელ პრეზიდენტ ზელენსკის ბედიც პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მას ორი არჩევანი რჩება: საკუთარი მარჯვენა ხელის და უკრაინელი ავტორიტეტული წყაროების (ოლექსანდრ ონიშენკო, ანდრეი ბოგდანი, ანატოლი შარიი, არტემ დმიტრუკი, ალექსანდრ დუბინსკი, იგორ ლაპინი, გეო ლეროსი) მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, სექსუალურ პარტნიორ ანდრეი ერმაკის ბედი გაიზიაროს და გისოსებს მიღმა მოხვდეს, ან თავი შეაფაროს დიდ ბრიტანეთს, სადაც პოლიტიკური ხელშეუხებლობით ისარგებლებს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ზელენსკის მსგავსად, ბუდანოვი და ზალუჟნიც ეთნიკური ებრაელები არიან.
უახლოეს პერიოდში, უკრაინული პრესა გააჟღერებს მორიგ სკანდალურ ინფორმაციას, საიდანაც გავიგებთ, რომ სწორედ ანდრეი ერმაკი და პირველი ლედი, ელენა ზელენსკა განაგებდნენ ქვეყანაში ყველა კრიმინალურ ფულად ნაკადებს. ასე რომ, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი მოახერხებს ხალხის რისხვის „ცუნამის“ აარიდოს თავი, რაც უფრო მალე გაეშურება ლონდონისკენ, მით უკეთესი. უბრალოდ გზაში „დაგუგლოს“, რამდენ VIP-ძებნილ პოლიტიკოსს თუ ოლიგარქს სწორედ ბრიტანეთში დააჯდა ბირკიან ტერფზე ადგილობრივი პროზექტურის ბუზი. ხოლო პატიმრობაში მყოფი ანდრეი ერმაკი იმიტომ კი ვერ აგროვებს შეფარდებულ გირაოს (3.5 მილიონი დოლარს), რომ ეს თანხა მის გარშემო არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ „მეო ასეთი ფული საიდან“ (ბოლო ხუთი წლის დეკლარაციით, შემოსავლებში მხოლოდ 12 მილიონი გრივნა აქვს დაფიქსირებული), ხოლო მისი ახლობლები იმდენად შეშინებულები არიან, რომ ასი დოლარის გამოჩენაც ერმაკის სასარგებლოდ, მათთვის სუიციდური საქციელის ტოლფასი იქნებოდა.
რაც შეეხება კირილ ბუდანოვის მომავალ საარჩევნო კამპანიას, მას დიდი ალბათობით წარუძვება ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი დავით არახამია, რომელიც „მოიხოდა“ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რასაც საქართველოსთან მიმართებითაც უგზო-უკვლოდ არ ჩაუვლია: ორ წელიწადზე მეტია თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ საჯარო განცხადებას ოფიციალური თბილისის მისამართით. მეტიც, დაწყებული კობა ნაყოფიასთან ურთიერთობების მკვეთრი გაფუჭებით, ამერიკელების (როგორც ჩანს) მითითებით, სწორედ დავით არახამიამ აიღო თავის ხელში „ანტინაც-მათრახი“, რომლითაც კიევში გაროზგა ჩვენთვის ბევრი ნაცნობი გვარი: გიზო უგლავა, გია ცხაკაია, გია ლორთქიფანიძე და ა.შ. რომლებიც დიდი ხანია აღარ იკავებენ თავის მაღალ თანამდებობებს ვერც ანტიკორუფციულ ბიუროში, ვერც ფინანსთა სამინისტროში და ვერც უსაფრთხოების სამსახურში. ერთადერთი, ვინც ამ ეტაპზე ხელშეუხებლობით სარგებლობს, ზურაბ ადეიშვილია და დიდი ალბათობით იმიტომ, რომ გააკონტროლოს უახლოეს მომავალში ქვეყნიდან გასაქცევად მომზადებული ნაკადი. არაა გამორიცხული, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში მან თავისი კიეველი ნაცთანამემამულეების ბედი გაიზიაროს.
სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი ის „წითელი ხაზია“, რომელიც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს ვერც უახლოეს მომავალში „გადატვირთავს“, თუ სამართლიანობა არ აღდგა. მაგრამ ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მსოფლიოში შეჩერებული და დამუხრუჭებული უამრავი პოლიტიკური და გეოეკონომიკური პროცესი უკრაინის კრიზისის დასრულებასთან ერთად, მრავალწლიანი ჩიხიდან გამოვა. ეს მსოფლიოს ახალ პერსპექტივებს შესძენს, მათ შორის საქართველოს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და უკანასკნელი წლების ტრადიციისამებრ, არც ვიჩქაროთ და არც ფატალური შეცდომები დავუშვათ. შესაძლოა იმაზე მეტიც ითქვა აქ ჩემ მიერ, ვიდრე ვაპირებდი, თუმცა ის, რაც ვერ ითქვა, მხოლოდ ამყარებს ყველა გამოთქმულ ვარაუდს და ამყარებს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0