
კოპენჰაგენში, კომპანია Mærsk-ის სათავო ოფისის წინ გამართული დემონსტრაციის დროს, პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე. თუ მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, დანიის პოლიცია მათ მოუწოდებს, მიმართონ პოლიციის საჩივრების დამოუკიდებელ ორგანოს, - ასეთია დანიის ეროვნული პოლიციის პასუხი „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ წერილზე.
ტელეკომპანია „იმედმა“ დანიის მხარეს შემდეგი კითხვით მიმართა: „ჩვენ ვიხილეთ დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების დაშლის ამსახველი კადრები. ასევე, მოვისმინეთ აქციის მონაწილეთა კომენტარები, როდესაც ისინი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრობენ. გვაინტერესებს დანიის საელჩოს პოზიცია: შეილახა თუ არა ამით აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლება და მოხდა თუ არა მედიის საქმიანობაში ხელის შეშლა, მაშინ, როცა ნაცემ ადამიანთა შორის TV 2 Kosmopol ჟურნალისტიც არის“.
კითხვას დანიის ეროვნულმა პოლიციამ უპასუხა. „იმედისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია:
„გიგზავნით დანიის ეროვნული პოლიციის პასუხებს თქვენს კითხვებზე.
„კოპენჰაგენში, კომპანია Mærsk-ის სათავო ოფისის წინ გამართული დემონსტრაციის დროს, პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე.
დანიის პოლიცია ერთგულად იცავს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებისა და დემონსტრაციის უფლებას, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული. დანიის პოლიცია ყოველთვის ცდილობს, დემონსტრაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს და კონსტრუქციული დიალოგი წარმართოს დემონსტრაციის ორგანიზატორებთან.
თუმცა, აქციის მონაწილეებს არ აქვთ უფლება, მესაკუთრის თანხმობის გარეშე შევიდნენ კერძო საკუთრებაში. როდესაც დიალოგი უშედეგოა და დემონსტრანტები ნებაყოფლობით არ ტოვებენ კერძო ტერიტორიას, იშვიათ შემთხვევებში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება შესაძლოა აუცილებელი გახდეს.
თუ მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, დანიის პოლიცია მათ მოუწოდებს, მიმართონ პოლიციის საჩივრების დამოუკიდებელ ორგანოს“, - ნათქვამია დანიის ეროვნული პოლიციის მიერ გამოგზავნილ საპასუხო წერილში.
დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.
ცნობისთვის, კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღია წერილით ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას მიმართა.
0
0