
„ქართული ოცნების“ უმრავლესობა გააკეთებს იმას, რომ სააკაშვილის კვალი იყოს მხოლოდ ნეგატიური ქართულ ისტორიაში, ეს არ არის ვიღაცაზე გადაკიდება, ეს არის სიმართლე“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მომავალი თაობა იბრძოლებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს.
„დღეს ჩვენი შვილები უკვე არიან პოლიტიკოსები. მათ იციან, რა არის შავი და რა არის თეთრი, ეს მათ ტკივილის შედეგად ისწავლეს და სწავლობენ. ის თაობა, რაც მათ მოასწრეს, შეცვალეს და დღეს გარეთ ყვირიან, „ნაცების“ მობრუნების მცდელობას უწყობენ ხელს. ამის ფონზე, დაიბადა და იქმნება ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს. თავისი თავი ჩაწერა სახელმძღვანელოებში, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი. ჩვენი კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ რეალობა აღდგეს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში ამას გააკეთებს, რომ სააკაშვილის კვალი იყოს მხოლოდ ნეგატიური ქართულ ისტორიაში, რადგან ეს არის სიმართლე. ეს არ არის ვიღაცაზე გადაკიდება, ეს არის სიმართლე“, – განაცხადა წულუკიანმა.
0
0