
⭕ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ჩოხატაურში ჩატარდა მინი ფეხბურთის ტურნირი, რომელიც აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, მამუკა კალანდაძის ხსოვნას მიეძღვნა.
⭕ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, რვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. გამარჯვება მოიპოვეს და პირველი, მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს შემდეგმა გუნდებმა: I ადგილი - ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა, II ადგილი - გიმნაზია "სამრევლო", III ადგილი - ბუკნარის საჯარო სკოლა.
⭕საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები მამუკა კალანდაძის ძმამ თამაზ კალანდაძემ გადასცა.
⭕ტურნირს ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ვეტერანები.
⭕აღსანიშნავია, რომ მამუკა კალანდაძის მემორიალური ტურნირი ჭაბუკთა შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით 2023 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.
⭕მამუკა კალანდაძე 1960 წლის 13 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში დაიბადა. ის ეროვნული გვარდიის ოზურგეთის სწრაფი რეაგირების მეთვრამეტე ბატალიონის ჩოხატაურის ცალკეული ასეულის მეთაურის მოადგილე იყო. მამუკა კალანდაძე დაიღუპა 1992 წლის 3 დეკემბერს, აჩადარაში.
⭕სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
0
0