
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ,,ღია ეთერში“ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ ამ საქმიდან გამომდინარე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ევროპულ კონვენციასთან სრული შესაბამისობა დაადგინა.
"მხოლოდ კონკრეტულ საქმეზე კი არ იმსჯელა ევროპულმა სასამართლომ, მან შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ის მუხლი, რომლის აღსასრულებლადაც იქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ქვედანაყოფი. ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ კანონი არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან," – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
0
0