
აშშ-მა $50 მილიონამდე გააორმაგა ჯილდო ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას გამოიწვევს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადუროს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნარკოდილერობაში სდებს ბრალს.
გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ განაცხადა, რომ მადურო პირდაპირ კავშირშია ნარკოტიკების კონტრაბანდის ოპერაციებთან.
"აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ 30 ტონა კოკაინი ამოიღო, რომელიც დაკავშირებულია მადუროსთან და მის თანამოაზრეებთან, თითქმის 7 ტონა კი თავად მადუროსთან“, - განაცხადა ბონდიმ.
ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან გილმა, ახალ ჯილდოს „უსუსური“ უწოდა და ის „პოლიტიკურ პროპაგანდად შეაფასა.
„ჩვენ არ გვიკვირს, ვისგან მოდის ეს ჯილდო“, - თქვა გილმა და გენპროკურორი ბონდი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული უარყოფითი რეაქციიდან „ყურადღების გადატანის“ მცდელობაში დაადანაშაულა.
მადურომ აშშ-ის ბრალდებები ნარკოტიკებით ვაჭრობაში მისი პირდაპირი მონაწილეობის შესახებ უარყო.
2025 წელს, მადუროს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მისი მთავრობის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
0
0