
“არასოდეს დამესიზმრებოდა, რომ მე პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“ ან ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ თავიანთი პიარისთვის. პატრიარქს მე უღრმეს პატივისცემას და დიდ სიყვარულს ვუძღვნი”, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან გამართული შეხვედრის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა, კიდევ ერთ გარემოებაზე მივიპყრო ყურადღება ზოგიერთების გასაგონად, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერზე უნდა გააკეთონ კომენტარი, ყველაფერი იციან, რომ არასოდეს შეუძლიათ, თქვან, არ ვიცი. სრულიად მიუღებელია აჟიოტაჟი, რაც ეხებოდა პატრიარქთან ჩემს შეხვედრას. არასოდეს დამესიზმრებოდა, რომ მე პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“ ან ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ თავიანთი პიარისთვის. პატრიარქს მე უღრმეს პატივისცემას და დიდ სიყვარულს ვუძღვნი. მინდა, აქაც დავუდასტურო. უთუოდ მივალ პატრიარქის სანახავად, როცა დასრულდება მარხვის პერიოდი და ეს არავისი საქმე არ არის და არანაირად დაკავშირებული ამ საკითხთან. მე კონსტიტუციაც კარგად ვიცი და კონკორდატიც. მომავალ კვირას მექნება სრული პრესკონფერენცია. ცოტა ახალი ფორმატით იქნება. ყველანი იქნებით მოწვეული და ყველა საკითხის განხილვას შევძლებთ, თუნდაც დღევანდელი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა.
0
0