22/06/2023
21:18
პოლიტიკა
"ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილების განმარტებისას განაცხადა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა:
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც ცნობილია, რამდენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა.
0
0