
დესტაბილიზაციის მცდელობების უკან დგანან ის ადამიანები, რომელთა შექმნილიც იყო სადამსჯელო სისტემა, - განაცხადა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
პაატა სალიას თქმით, ევროპული სასამართლოს მიერ არის დადასტურებული, რომ 2012 წლამდე, ციხეებში სისტემური იყო ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობა და წამება.
"ცალსახად დადასტურებულია ფაქტებით და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც მითითებულია, რომ [2012 წლამდე] სისტემური იყო ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობა, წამება იყო სისტემური ხასიათის. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს ადამიანები და მათი, ასე ვთქვათ, აპოლოგეტები, და მიმდევრები ცდილობენ, დაგვადანაშაულონ იმაში, რომ ჩვენთან სისტემური ხასიათი აქვს ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობას", - აცხადებს პაატა სალია.
0
0