
აქცია შედგა, ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი იყო, რიყის ამფითეატრში, მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ხალხს ფეხი არ მოუცვლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აქცია პარტიის გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისია.
„ჯერ შსს-მ გვითხრა, არ ჩაგატარებინებთ და ვინც მოხვალთ, ყველას დაგაჯარიმებთო.
მერე მილიონი ტექნიკური დაბრკოლება გავიარეთ და მაინც შედგა, ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი იყო, რიყის ამფითეატრში. მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ხალხს ფეხი არ მოუცვლია.
ეს მხოლოდ პარტიის გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისია. აი, იმ ადამიანებს კი, საკუთარ ჩაბოღმილ წარმოდგენებში 20%-ს რომ ნატრობთ, რეალურად კი საკუთარ დაბადების დღეზე სამ კაცს რომ ვერ აგროვებთ, არათუ აქციაზე, და თან საერთოდაც არ იზომებით, არაფერს გეტყვით. თქვენივე გაგჭირვებიათ, საკუთარი არაადეკვატურობით.)) თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს“, – განაცხადა წითლიძემ.
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლიეშვილმა, სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციიდან ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „5 დღეა, ტელემედიაში ნაცების აქციაა, შეგვჭამეს და მოგროვილან“.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიყის პარკის ტერიტორიაზე აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი მოთხოვნაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
0
0