
რამოდენა აჟიოტაჟი ატეხეს, თანაც პოზიტიური, ხაზარაძის მიერ ბრიუსელში ისტორიული შენობის და ვითომდა ქართული მულტიფუნქციური ცენტრის გახსნის გამო. არადა, მეუბნებიან რესტორანი იქნებაო. დაველოდოთ. გაირკვევა, - წერს ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ეჯიბრება, თუმცა, მათ შორის განსხვავება დიდია, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ სამშობლოში დახარჯა ქველმოქმედებაში რამდენიმე მილიარდი დოლარი, ხოლო, ხაზარაძე, საქართველოში ნაშოვნ დიდძალ თანხას სხვა ქვეყანაში ხარჯავს.
როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, ოპოზიცია პირველ ვარიანტს ებრძვის და ცდილობს ქილიკით გააუფასუროს დიდძალი ქველმოქმედება, მეორე ვარიანტს კი აღმერთებენ, ვინაიდან, პოლიტიკურად ასე აწყობთ.
"აშკარად ბიძინას ეჯიბრება, მაგრამ თვითონ "ლელოს" ექსლიდერი ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს. პოსტის ადრესატი ე.წ. ოპოზიცია და მათი ერთ-ერთი ლიდერი ზურაბიშვილი, რომელმაც გვერდის "ხაზარაძეების ფონდი კულტრუისთვის" პოსტი გააზიარა.
ისეთ აჟიოტაჟს ქმნიან, თითქოს ამ ე.წ. ცენტრით იწყება ქართული კულტურის აღორძინება და თითქოს საქართველო ამ ცენტრით ეზიარება ევროპას.
ძაან სასაცილოა. ჯერ ფონდის ფეისბუკ გვერდია სასაცილო. 2024 წელს შეიქმნა. 700 გამომწერი ჰყავს, 39 პოსტი და ნახტომში რამდენიმე ასეული მოწონება, თითო-ოროლა კომენტარით, კანტი-კუნტად.
ახლა დავუბრუნდეთ აჟიოტაჟს და შევაფასოთ. შევაფასოთ ე.წ. ოპოზიციის დამოკიდებულება ამ ორი პერსონისადმი:
1. ბიძინა ივანიშვილმა მისი ქონება და ფინანსები სხვა ქვეყანაში დააგროვა და დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ქველმოქმედება განახორციელა სხვა ქვეყანაში კი არა, თავის სამშობლოში. ჩამონათვალი უზარმაზარია: სახელმწიფო რეფორმები, კულტურის, ისტორიული და რელიგიური ძეგლები, სპორტი, ჯანდაცვა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, მწვანე პროექტები და სხვა.
რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ბიძინას ქველმოქმედებისადმი, ცნობილია: ებრძვიან, ქილიკობენ, ცდილობენ გააფუსურონ.
2. მამუკა ხაზარაძემ პირველი მილიონნახევარი იშოვა რუსეთში. შემდეგ მისი ძირითადი ქონება (საკმადი დიდ ჩამონათვალია) დააგროვა საქართველოში. მოსახლეობაში მისი ბანკისადმი და მიკროფონანსური ორგანიზაციებისადამი დამოკიდებულება და მეტსახელი ცნობილია: მაღალი პროცენტები, გამოსახლებები და ა.შ.
შემდეგ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს, უჩივლა რა სახელმწიფოს.
ხალხს ასევე ახსოვს თიბისი ბანკის და მათი მაშინდელი ხელმძღვანელების ჩართულობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის ტერორში (იხილეთ საგამოძიებო კომისიის და სხვა მასალები).
ახლა საქრთველოში ნაშოვნ დიდძალ ფინანსებს მამუკა ხარჯავს სხვა ქვეყანაში.
ისე, ეს შენიბა საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა. ჰოდა, თუ ამდენი ფული აქვს, ვიცით რომ აქვს, ანაკლიაში ჩაედო?!
რატომ გავაკეთე ეს შედარება, კერძოდ სხვა ქვეყანაში ნაშოვნის შენს სამშობლოში დახარჯვა და პირიქით, შენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე ნაშოვნის დახარჯვა სხვა ქვეყანაში და იმ მოსახლეობის საკეთილდღეოდ?
მხოლოდ ფაქტის საჩვენებლად, თუ რასთან გვაქვს საქმე.
აგერ ტრამპის მაგალითი ავიღოთ. ყველა ქვეყანაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ინვესტიციები ამერიკაში განახორციელონ და წარმოებებიც მის ქვეყანაში გადაიტანონ.
რა ხდება ჩვენთან.
პირველ ვარიანტს ებრძვიან, მეორეს კი აღმერთებენ. რატომ? ასე აწყობთ პოლიტიკურად," - წერს ამირან სალუქვაძე.
0
0