05/11/2021
14:44
სხვადასხვა
იაპონური ზღაპრები
შეუძლებელია ,იაპონურმა ხალხურმა ზღაპრებმა არ მოგვხიბლოს თავისი სიბრძნითა და თვითმყოფადობით. აქ სრული სისავსითაა წარმოდგენილი იაპონური ფოლკლორის თავისებურებები. სხვა კულტურათა მსგავსად, იაპონურ ზღაპრებშიც ვხვდებით ვაჟკაცური ბუნების გმირებს, იდუმალებით მოცულ ჯადოქრებს, უმშვენიერეს პრინცესებს და ბოროტ ავსულებს. აქვე შევხვდებით წმინდაწყლის იაპონურ აღწერილობებს, მეტად საინტერესო ტრადიციებს, ეროვნული სამზარეულოს თავისებურებებს. განმასხვავებელ ნიშანს კი ფილოსოფიური შემადგენლის არსებობა წარმოადგენს. იაპონური ზღაპარი ,,ისსუმბოსი,, ,ერთგვარად ევროპულ ,,მძინარა ბიჭუნას,, მოგვაგონებს, ,,ბამბუკუ-ტიაგამა,, კი ადამიანის მიერ გადარჩენილ ენოტისებრ ძაღლზე მოგვითხრობს,რომელიც თავისი გადამრჩენელის საამებლად ჩაიდნად გადაიქცა.
მურასაკი სიკიბუს ,,მოთხრობა გენძის შესახებ“
ამ წიგნს სამართლიანად უკავია საპატიო ადგილი მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაწარმოებთა შორის.იგი ჰეიანის პერიოდში (794-1185წწ.) შეიქმნა და მისი ავტორობა იმპერატრიცა სიოსის კარის მოახლე ქალს მიეწერება. ეს ქმნილება, არსებითად იაპონური ლიტერატურის ფუნდამენტად მიიჩნევა. ნაწარმოებში მოთხრობილია სასიყვარულო ხელოვნების სრულქმნილი სიფაქიზით გამორჩეულ,იდეალურ მამაკაცზე, რომელიც ამავდროულად რაინდობის, სიმამაცის და გონიერების განსახიერებაა. წიგნის ორმოცდათოთხმეტივე თავი უმღერის გენძის, რომლის ორიგინალში წაკითხვასაც, იაპონელები, ავტორის ენის არცოდნის გამო ორიგინალში ვერ შეძლებენ. საბედნიეროდ, ამ ნაწარმოების თანამედროვე იაპონურზე ნათარგმნი ოდნავადაც ვერ აკნინებს ამ დიდებულ ნაწარმოებს.
იუკიო მისიმას ,,ოქროს ტაძარი,,
რომანს საფუძვლად 1950 წელს მომხდარი ისტორია დაედო, როდესაც ფსიქიკურად არცთუ მთლად გაწონასწორებულმა ბერმა, კიოტოში კინკაკუ-ცზის ტაძარი გადაწვა. ავტორი, ამ ცნობილი ისტორიის მისეულ ვერსიას გვთავაზობს, რომლის გადაკითხვაც უსასრულოდაა შესაძლებელი. ყოველ ჯერზე კი გამუდმებით მოვძებნით ახალ გააზრებას მის თითოეულ სტრიქონში. მწერალი მკითხველს შესაძლებლობას უტოვებს არა მხოლოდ თავად მოუძებნოს ახსნა ნაწარმოების მთავარი გმირის ამგვარ არაორდინალურ ქმედებას, არამედ უპასუხოს იმ კითხვასაც თუ რატომ მიიჩნია მთავარმა გმირმა ტაძარი იმდენად მშვენიერად, რომ მისი არსებობით ტკბობას ჩვენი სამყარო არ იმსახურებდა.
საიაკა მურატას ,,ადამიანი -კომბინი,,
ამ მომცრო რომანის წაკითხვა ერთ საღამოსაა შესაძლებელი, თუმცა მასთან მიბრუნება არაერთგზის მოგვიწევს. აქ მოთხრობილია იაპონელი გოგონას შესახებ, რომელიც 18 წლის მანძილზე კომბინის მაღაზიაში მუშაობს, რაც იაპონური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ასეთ მაღაზიას ყოველ ფეხის ნაბიჯზე წავაწყდებით,სადაც ყოველივე აუცილებლის ყიდვა შეიძლება, ნემსით დაწყებული და საკვები პროდუქტებით დამთავრებული. როგორც წესი, ამგვარ მაღაზიებში ადამიანები დიდი ხნის მანძილზე არ მუშაობენ, მაგრამ ეს სრულიადაც არ ეხება ნაწარმოების მთავარ გმირს - კეიკოს, რომელსაც აქ მუშაობა საკუთარ მოწოდებად მიაჩნია. კეიკო, მისი გარემოცვისგან განსხვავებით, რომელიც ვერაფრით ეგუება გოგონას ასეთ ბედნიერებას, მზადაა იმუშაოს და იცხოვროს სრულ ჰარმონიაში.
რიუსონკე აკუტაგავას მოთხრობები
თანამედროვე იაპონური ლიტერატურის კლასიკოსმა, მხოლოდ 35 წელი იცოცხლა, თუმცა ფასდაუდებელი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, საკუთარი სახელი კი სამუდამოდ ჩაწერა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. იგი წერდა მოთხრობებს, ნოველებს, ესსებს და ლექსებს, სქელტანიან ნაწარმოებებს კი გაურბოდა. საწყისში მისი ნაწარმოებები ფრანც კაფკას სტილისტიკას მოჰგავდა. მოგვიანებით კი საკუთარი ხელწერა შეიძინა და და ფილოსოფიური პრობლემების განხილვას შეუდგა. უნდა ითქვას, რომ ამ ავტორის ნაწარმოებები აშკარად ეხმიანება დიდი რუსი მწერლების: - გოგოლის, ჩეხოვის, ტოლსტოის, ტურგენევის და დოსტოევსკის ნაწარმოებებს, რომელთა თაყვანისმცემელიც გახლდათ კიდეც.
სოძი სიმადას „ტოკიოს ზოდიაქო“
ეს ნაწარმოები დეტექტური ჟანრის სპეციფიური მიმდინარეობის - ჰონკაუს აშკარა ნიმუშს წარმოადგენს. იგი გამოირჩევა სიუჟეტის განსაკუთრებული ჩახლართულობით, სქემების სახით წარმოდგენილი უდიდესი ინფორმაციის მასივით, ტაბულებითა და ადგილმდებარეობის დაგეგმარებით.ნაწარმოებში, ავტორი გვთავაზობს ორმოცი წლის წინანდელი დანაშაულის გახსნას და მისი ჩამდენი ადამიანის მამოძრავებელი ლოგიკის გაგებას. ამ მეტად ინტელექტუალურ იაპონურ დეტექტივში, მკითხველი თავს სიუჟეტის თანამონაწილედ აღიქვამს.
ნაცუმა სესეკის ,, თქვენი მონამორჩილი კატა“
ამ ნაწარმოებში,თხრობა კატის სახელით ხდება, საკუთრივ მონათრობი კი ფაქიზი და მწვავე სატირით გამოირჩევა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი იუმორი ძალზედ ჩამოგავს ინგლისურს. ნაწარმოები დასცინის მათ, ვინც საკუთარი შეზღუდულობის გამო ცდილობს უფრო გონიერად, განათლებულად და წარმატებულად წარმოაჩინოს თავი ,ვიდრე ეს სინამდვილეშია. ეს ნელი ტემპის რომანი აღწერს იაპონელი ობივატელის ცხოვრებას, რომელიც მთლიანობაში ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. ამ რომანს, მისი შექმნიდან თითქმის საუკუნის გასვლის მერეც არ დაუკარგავს თანამედროვეობა და აქტუალობა.
მასალა მომზადდა kulturologia.ru-ს პუბლიკაციის მიხედვით.
წყარო: kulturologia.ru
0
0