25/02/2026
00:42

თავისთავად, შენ თუ მოუწოდებ გადატრიალებისკენ, ექსტრემიზმისკენ, ქმნი ჯგუფებს, ალტერნატიულ მთავრობას, სახელმწიფო გაჩუმდეს და ამ ყველაფერზე არც დაგსაჯოს, ასე ვეღარ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, სახელმწიფო კანონის ფარგლებში შეზღუდავს ყველა იმ პირის ქმედებას, ვინც ეცდება, დააზიანოს არსებული მონაპოვარი.
„რაც უნდა იხტუნაონ, ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო და ყველაფერს გავაკეთებთ კანონის ფარგლებში, შევზღუდავთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აწუხებს ასეთი აზრები და ვისაც უნდა, დააზიანოს ის მონაპოვარი, რაც აქამდე მოვიტანეთ. დროის მნიშვნელობაზე როცა ვისაუბრე, რატომ არ დაიწყო დებატები ორი და სამი წლის წინ? ხომ მარტივი კითხვაა? ეს ძალები ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და არ გაძლევენ საშუალებას. პარლამენტში მივარდებოდნენ ჩემ მიერ ინიცირებულ კანონზე, კანონის ინიცირება ჩემი, პარლამენტის წევრის ვალდებულებაა, ამის უფლებას არ მაძლევდნენ და ხომ წარმოგიდგენიათ, გარეთ რა დღეში იყვნენ და რას აკეთებდნენ? ეს ხალხი ნელ-ნელა უნდა გავიდეს პოლიტიკური სივრციდან. ეს პროცესი დაწყებული გვაქვს. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ. გაიხსენეთ, რას ვამბობდით, რატომ დაემთხვა ჩვენი და მაგალითად, ტრამპის, რუბიოს, ჯეი დი ვენსის შეხედულებები. ამაზე როცა ვსაუბრობდი, მაშინ ანტიამერიკელს და რუსული ხელისუფლების წარმომადგენელს მიწოდებდნენ. იმავეს რომ საუბრობს ჯეი დი ვენსი, რუბიო და ტრამპი, არც გამბედაობა აქვთ, რომ გააკრიტიკონ, აქ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს განახორციელონ. საზოგადოებამ ხომ უნდა იცოდეს, ბოლო ბოლო ეს ადამიანები ვის ემსახურებიან. დღეს რასაც აკეთებენ სანქციებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება. ჯერ ერთი, საქართველოს პრეზიდენტი იყო ადამიანი და იძახის, მე უკრაინის მოქალაქე ვარო. შემდეგ უყურეთ, როგორ რამეს აკეთებს, რომ არ შედგეს ურთიერთობა. რომ ვიძახით, ვინ შეიძლება, ხელს უშლიდეს, აი ასეთი წარმონაქმნები. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები პატრიოტებად მიიჩნევენ თავს. ყველა დროშას პატივს ვცემ, სპორტსმენი ვიყავი და განსაკუთრებული რიტუალია ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის ჰიმნის, დროშის პატივისცემა, მაგრამ როგორ შეიძლება, შენს დროშასთან რომელიმე ქვეყნის დროშა გააიგივო. თუ დაულაგდათ სიტუაცია, რუსეთის დროშასაც დაიჭერენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
0
0