
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, ლერი ლაგურაშვილის, გაბაშვილის, ვარაზაშვილის და ღვალაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ჟვანიას მოედნის, იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, შარტავას, გაგარინის, მელიტონ ქანთარიას, კანდელაკის, გოთუას, ანაგის, ონიაშვილის, ვიტალი დარასელიას, ლვოვის, ზოვრეთის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ოდესის და სახოკიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0