
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის აქციასთან დაკავშირებული მოვლენები განიხილება, გიორგი ჩითარიშვილს უსმენენ.
როგორც ჩათირიშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, აქციაზე ადამიანებს დაუნდობლად სცემდნენ.
„თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა. 15 ივნისს თავისი სისასტიკით, წინასწარ განზრახულ სადამსჯელო ოპერაციას დავარქმევდი. იყო 26 მაისი, 7 ნოემბერი, მაგრამ 15 ივნისს ერთ ადამიანზე საშუალოდ 7-8 კაცი მოდიდოა, რომლებიც დაუნდობლად გვირტყამდნენ. საპროტესტო ტალღა მინელებული იყო იმ პერიოდისთვის, ხდებოდა სახლებიდან დაკავებები, ოღონდ სხვანაირი ფორმებით ხვდებოდნენ, სცემდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მისვლის მოტივი იყო, რომ ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს სახელებსა და გვარებს, არ ვმალავთ ვინაობას, რადგან ნებისმიერ ადგილას გადაადგილებისას გიღებენ, ვგრძნობდით, რომ მარტოები არ ვიყავით. 15 ივნისი იყო ზე მშვიდობიანი აქცია, კადრებშიც ჩანს. ეს იყო წინასწარ განზრახული თავდასხმა, მათ უნდოდათ სცენარი დაედგათ, ვითომ ვიჭრებოდით და მოგვიანებით ეკა ზღულაძემ 3-4 საათში გააკეთა განცხადება, თითქოს პიკეტირებას და პოლიციის შენობაში შეჭრას ვცდილობდით“, – განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.
0
0