“გია ვოლსკის ავიწყდება, რომ მე და ჩემი ძმა ძალიან წესიერ ადამიანებში გავიზარდეთ” – თაკო ჩარკვიანი
12/10/2021
12:50
პოლიტიკა
A-
+A
„თუ ბატონ ვოლსკის, ამ ეპითეტებისთვის სცალია ამ გლოვის დროს და ქვეყანა რომ გვეშლება ამ დროს, ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა,“-ასე გამოეხმაურა „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებას, სადაც ვოლსკიმ აღნიშნა, რომ თაკო ჩარკვიანს თავი “რევოლუციის დედოფლად” წარმოუდგენია.
თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ამ თემის კომენტირებაც კი ეუხერხულება, თუმცა იძულებულია ვოლსკის საკუთარი წარმომავლობა შეახსენოს.
„გია ვოლსკის ავიწყდება, რომ მე ძალიან წესიერ ადამიანებში გავიზარდე და სახლში არ მასწავლეს არც მე და არც ჩემს ძმას, რომ დედოფლობაზე და რევოლუციის პირველ პირობაზე გვეფიქრა,“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, გადაცემაში „დროული კითხვები.“
„ესაა ამ ქვეყნის პრობლემა, რომ ამ სისულელეს გაიფიქრებ და მერე იმდენი ჭკუაა არ გეყოფა, რომ ეს ყველაფერი არ “იბჟუტურო,” როცა თანამდებობის პირი ხარ,“-აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
0
0
3323
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%