15/12/2022
15:44
სამართალი
რუსული „კრიმინალნაია რასიას“ ინფორმაციით, დაკავებულია 35 წლის რუსლან გეგეჭკორი, მნიშვნელოვანი კრიმინალური გამოცდილებით. სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბერში კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიენიჭა ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდის“ სტატუსი მეტსახელებით - „რუსლან ზუგდიდსკი“, „შლაპა უმცროსი“, „ზიზო“.
ინფორმაციის მიხედვით, გეგეჭკორმა 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მაისამდე სასჯელი მოიხადა ტუვას რესპუბლიკაში რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ე.წ კანონიერი ქურდის სტატუსიდან გამომდინარე, დაიკავა წამყვანი პოზიცია ტუვას რესპუბლიკის კრიმინალურ გარემოში, რომლის ტერიტორია შედიოდა მისი გავლენის სფეროში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამავდროულად, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სტატუსის გამო, რუსლან გეგეჭკორი 2017 წლის აპრილიდან 2022 წლის ივნისამდე რეგულარულად იღებდა ფულს ზოგადი კრიმინალური ფონდებიდან, ანუ ეგრეთ წოდებული „საერთო ფონდიდან“.
სააგენტო წერს, რომ გეგეჭკორი უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, ეგრეთ წოდებული „ობშჩიაკის“ თანხები, დიდი ალბათობით უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული ბატალიონების მეომართა საჭიროებებს ხმარდება.
0
0