05/11/2021
15:26
საზოგადოება
„ბატონო პრეზიდენტო,
სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევდექით სახელმწიფოდ და საზოგადოებად. ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ფატალური შეცდომებიდან საჭირო დასკვნების გამოტანა. ისევ გავამასხრეთ დემოკრატიის ბაზისური პრინციპები. ისევ შევილახეთ ეროვნული თავმოყვარეობა მთელი მსოფლიოს წინაშე. ვაჩვენეთ, რომ ადამიანური დიდსულოვნებისაგანაც დავცლილვართ და დიპლომატიისა და პოლიტიკის ელემენტარულ საწყისებსაც ვერ ვაკმაყოფილებთ.
თქვენ გევალებათ ბოლომდე იბრძოლოთ ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის დასაბრუნებლად; ვალდებული ხართ როგორც მთავარსარდალი. ჯერ არ დამდგარა იარაღის დაყრის და საფეთქელში ტყვიის დახლის დრო. თუ და როცა დადგება, გარწმუნებთ, მარტო არ იქნებით. საკმარისად დარჩნენ თავმოყვარე ქართველები ჯერ კიდევ.
გევალებათ, რადგან თქვენი წვლილიც არის ჩვენს გამარჯვებებში და დამარცხებებშიც და ვერ მოგცემთ უფლებას, ბრძოლის ველი მანამ დატოვოთ, სანამ ყველა ტყვია არ გასროლილა და სანამ თქვენი ოფიცრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან.
გამაგრდით და დაუშვით “იარაღი” საკუთარი საფეთქელიდან. ეგ “ტყვია” ჯერ სხვა მიმართულებით არის გასაშვები.
არის მომენტები, როცა პათეტიკა შემზარავად ყალბია, მაგრამ არის მომენტებიც, როცა მოვალეობა ხდება მისი გამოყენება.
ჩვენ ცოცხალი მთავარსარდალი გვჭირდება. წინ კიდევ ბევრი გადამწყვეტი ბრძოლაა.
სალუტ, ბატონო პრეზიდენტო!
ქართული ჯარის თადარიგის ერთი რიგითი ოფიცერი, ზურაბ გურული“.
0
0