
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაზე სრული კონტროლის აღებას აპირებს, რათა უზრუნველყოს ისრაელის უსაფრთხოება, ჩამოაშოროს „ჰამასი“ ხელისუფლებიდან და უზრუნველყოს სამოქალაქო მმართველობის სხვა მხარისთვის გადაცემა.
„ისრაელს არ სურს ტერიტორიის შენარჩუნება და მისი მართვა. ჩვენ არ გვინდა იქ ვიყოთ მმართველი ორგანოს სახით. ჩვენ გვინდა, რომ ის არაბულ ძალებს გადავცეთ“, - თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის მედიის ცნობით, პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობის ნიშნად, ისრაელის არმიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა, ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ღაზას სრული ოკუპაცია „ხაფანგში გაბმის ტოლფასია“.
ისრაელის ლიდერები აცხადებენ, რომ „ჰამასი“, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებით არ არის დაინტერესებული, რადგან, მათი აზრით, დაჯგუფება ისრაელზე განხორციელებული საერთაშორისო ზეწოლით გათამამდა.
0
0