05/01/2025
11:19
პოლიტიკა
ვხედავთ, რომ აშშ ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას. ეს არის პოლიტიკური და მორალური განაცხადი, რომ ჩვენს პროტესტსა და ეროვნულ ხმას აქვს აშშ-ს მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა,- ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო და მკაცრი ნაბიჯები მათ შორის ქართველი ხალის უწყვეტმა პროტესტმა გამოიწვია.
„ორივე აქტი აშშ-ს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია და განაცხადი, რომ აშშ ხმების მიტაცებას არასდროს არ შეეგუება.
„ქართულმა ოცნებამ“ სცადა ეჩვენებინა ყველასთვის, რომ ვითომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დამოკიდებულება შეიცვლებოდა, რაც თავიდანვე სისულელე იყო. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არანაირ ცვლილებებს არ მოველი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
0
0